ტურიზმი
30/11/2021
"ლოპოტა სპა რეზორტი" აზიურ რესტორანს 2022 წლის აპრილში გახსნის
"ლოპოტა სპა რეზორტი" აზიურ რესტორანს 2022 წლის აპრილში გახსნის.
როგორც "ბიზნესპარტნიორს" კომპლექსის გენერალურმა მენეჯერმა მაკა ღლიღვაშვილმა განუცხადა, რესტორანი კომპლექსის ტერიტორიაზე გაიხსნება.
წელს კომპანიამ კომპლექსის ტერიტორიაზე ახალი, ბიზნეს კლასის 51 ნომრიანი სასტუმრო გახსნა. განხორციელებული ინვესტიცია 7 მლნ ლარია. კომპანიამ დამატებით აითვისა 3 000 კვ.მ ფართის ტერიტორია.
სასტუმრო დატვირთულია ე.წ ლუქსებით, აქვს თავისი აუზი. სწორედ ამ ტერიტორიაზე გაიხსნება აზიური რესტორანიც.
„ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალური მენეჯერი მაკა ღლიღვაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად პანდემიისა, სასტუმროში აქტივობა საკმაოდ მაღალია. უკვე მიმდინარეობს ჯავშნების მიღება საახალწლო პერიოდისთვის.