ტურიზმი
23/06/2020

ლიეტუვამ შესაძლოა საქართველოსთან საზღვრები გახსნას

ლიეტუვამ შესაძლოა საზღვრები გახსნას საქართველოსა და უკრაინასთან მომავალი თვიდან. განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა. იუწყება ლიეტუვური გამოცემა.

“ვიმედოვნებთ, რომ ფრენებს განვაახლებთ საქართველოსა და უკრაინასთან. ასევე იმედი გვქონდა, რომ საზღვრებს გავხსნიდით ისრაელთანაც, თუმცა ეპიდსიტუაცია იქ გამწვავებულია”, – თქვა ლინკევიჩუსმა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ლიეტუვაში კორონავირუსით ინფიცირების 1801 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 1475 ადამიანი. გარდაიცვალა 76 პაციენტი.

მანამდე საქართველოს მთავრობა იუწყებოდა, რომ პირველი ივლისიდან საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, ლიეტუვა იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, საიდანაც ქვეყანა ტურისტებს მიიღებდა.

Businesspartner