ტურიზმი
21/02/2022
ლევან დავითაშვილი: იანვარში ტურიზმის აღდგენის ძალიან კარგი დინამიკა გვქონდა
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2022 წლის ინავრაში ტურიზმის აღდგენის ძალიან კარგი დინამიკა ფიქსირდება. 2019 წელთან შედარებით, შემოსავლები 80%-მდე აღდგა.
"ეს ძალიან იმედის მომცემია, რომ მთელი წლის განმავლობაში 2019 წლის მაჩვენებლებს მივუახლოვდეთ. შემდეგ კი, იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ კიდევ უფრო მაღალღირებულიანი ტურისტები მოვიზიდოთ, რაც, ზოგადად ხელს შეუწყობს ეკონომიკის ამ ძალიან მნიშვნელოვანი სექტორის განვითარებას",- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.