ტურიზმი
01/11/2022

ლაშა პაპაშვილი სასტუმროს "სამზეო ყვარელში" 2023 წელს გახსნის

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ყვარელში ღვინის შატოს 2 წელში გახსნის. პროექტში $6 მლნ-ის ინვესტიცია ხორციელდება.

როგორც პაპაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ადგილზე სრულდება სამშენებლო სამუშაოები, 2023 წელს  სასტუმროს ნაწილი გაიხსნება,სრულად შატოს გახსნას კი 2-3 წელშია დაგეგმილი. 

კომპლექსში იქნება მარანი, ვენახი და 65 ნომრიანი სასტუმრო „სამზეო ყვარელში“.  

ლაშა პაპაშვილი წლებია ყვარელში საკუთარ ვენახს ფლობს, რომელიც 45 ჰექტარზეა განთავსებული და როგორც ბიზნესმენი განმარტავს, საერთაშორისო, პრემიუმ კლასის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია, რაც ჰექტარზე მოსავლიანობითა და სხვადასხვა პარამეტრებით განისაზღვრება, ღვინოსაც, სწორედ იქ მოწეული მოსავლით ამზადებს.

შპს "ყვარლის მარანის" ღვინოები  მხოლოდ საქართველოში იყიდება, ეს არის პრემიუმ საფასო სეგმენტის პროდუქტი. კომპანია 4 სახეობის ღვინოს აწარმოებს: საფერავს,  რქაწითელს, ქისს და ხიხვს.

Businesspartner