ტურიზმი
07/07/2022

ლაშა პაპაშვილი: HILTON GARDEN INN-ში სტუმრების ძირითადი ნაწილი არაბული ქვეყნებიდანაა

თბილისში, Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმრო დამაკმაყოფილებელი დატვირთვით მუშაობს.

კომპანია „რედიქს ჯგუფის“ ხელმძღვანელი ლაშა პაპაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სტუმრები ძირითადად არიან არაბეთის ქვეყნებიდან და არა რუსეთიდან და ევროპიდან.

„ახლადგახსნილი სასტუმროსთვის ნორმალური აქტივობაა.მოლოდინი მეტის მაქვს, რადგან ტურიზმის აღდგენა ნორმალური ტემპით დაიწყო ,“-აცხადებს პაპაშვილი.

შეგახსენებთ, Hilton Garden inn.-ი ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა EBRD-ის თანადაფინანსებით ჭავჭავაძის გამზირზე ააშენა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 40 მლნ დოლარია. 14-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც 165 ნომერია განთავსებული, საშუალო სეგმენტსა და ბიზნეს მოგზაურებზეა გათვლილი.

Hilton-ის ბრენდის ქვეშ სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რომელიც 2015 წელს გაიხსნა. Hilton-ის ბრენდის მეორე სასტუმრო თბილისში, სოფლის მეურნეობის სასტუმროს ყოფილ შენობაში გაიხსნება.

Businesspartner