ფოტო: რუსთავი 2
ტურიზმი
07/07/2021

ქვეყნის იმიჯზე მნიშვნელოვანი ზიანი იქონია - ტიკარაძე უცხოელი ტურისტის დაჭრაზე

ჯანდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ტურისტები რადიკალური ჯგუფების აგრესიისგან დაცულები არიან. თუმცა, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ორი დღის წინ მომხდარმა შემთხვევამ, რომლის დროსაც საქართველოში მყოფი ერთ-ერთი ტურისტი დაჭრეს, ქვეყნის ტურისტული იმიჯი მნიშვნელოვნად დააზიანა.

„დღეს ტურისტი საქართველოში დაცულია. თუმცა, ამ ფაქტმა ქვეყნის იმიჯზე მნიშვნელოვანი ზიანი იქონია. მაგრამ, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ტურისტი მოთავსებულიყო უსაფრთხო გარემოში. ჯანდაცვის სამინისტრო მთელი გუნდით ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე. მას ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ ემუქრება. სასურველი იქნებოდა, რომ დიალოგის შედეგად მსგავსი ფაქტი არ დამდგარიყო. ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა და აგრესია. ჩვენ უნდა გადავიდეთ კომუნიკაციის ცივილიზებულ ფორმაზე“,- განაცხადა ტიკარაძემ.