ტურიზმი
30/03/2023

ქართული ავიაკომპანია Air Iveria საწყის ეტაპზე $20 მლნ-იანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანია, Air Iveria ოპერირებას 2024 წლიდან დაიწყებს. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2“-ზე ავიაკომპანიის დამფუძნებელმა, ირაკლი გიორგობიანმა ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ახალ ავიაკომპანიასთან კომერციული ხასიათის თანამშრომლობის სურვილი გლობალურმა კომპანია, Airbus-მა გამოთქვა, რომელთან ერთად სტრატეგიული განვითარების გეგმა შემუშავდება, რაც საოპერაციო მოდელსაც მოიცავს.

„ჩვენ დეტალურად  ბაზრის კვლევას განვახორციელებთ, თუ რა მიმართულებებზე უნდა ვიფრინოთ, სად არის მოთხოვნა, სად არის აუთვისებელი ბაზრები. ვვარაუდობთ, რომ ყველაფერს  20 მილიონი დოლარის საწყისი კაპიტალი დასჭირდება.“- აცხადებს გიორგობიანი.

რაც შეეხება ფრენებს, ავიაკომპანია მომხმარებლებს დედაქალაქიდან, დღის უფრო ოპტიმალურ საათებში, დასავლეთ საქართველოში გადაადგილების გარეშე პირდაპირი რეისებს შესთავაზებს. დამფუძნებლები აანონსებენ, რომ ფრენები არ იქნება ბიუჯეტური, თუმცა ლოიალური მომხმარებლები შეძლებენ  საკმაოდ დაბალ ფასად ფრენას.

Air Iveria-ს დამფუძნებლის ინფორმაციით, დაგეგმილია ტრანზიტული პოტენციალის სრულად ათვისებაც.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022