ტურიზმი
14/06/2023

"კახეთს აქვს პოტენციალი, ღვინის ტურიზმის პარალელურად, თავი MICE ტურიზმის მიმართულებითაც დაიმკვიდროს"

კახეთს აქვს პოტენციალი, ღვინის ტურიზმის პარალელურად, დაიმკვიდროს თავი საქმიანი (MICE) და კულტურული ტურიზმის მიმართულებით, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ნუცა აბრამიშვილიმა, “შუხმან ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა განუცხადა.

მისი თქმით, „შუხმან ჯგუფის“ მიზანია „შუხმანის შატოში“  შექმნას შეხვედრების ადგილი,რომელიც ღვინის ტურიზმთან ერთად, საქმიანი ტურიზმის განვითარების ადგილიც იქნება.

„პანდემიური პერიოდი გადალახულია და მსოფლიოს მასშტაბით, წინ წამოიწია ისევ საქმიანმა ტურიზმმა. აქტიურად ვმუშაობთ, რომ განვავითაროთ ღონისძიებების, საქმიანი შეხვედრების, კონფერენციების მიმართულება და ამას ხელს უწყობს კახეთის მდებარეობაც. ის თბილისთან ყველაზე ახლოს მდებარე ტურისტული რეგიონია“, - აღნიშნა ნუცა აბრამიშვილმა.

“შუხმან ჯგუფის“ გენერალური დირექტორი მიმდინარე წლის ტურისტულ სეზონზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ წელი აქტიურად დაიწყო.

"მნიშვნელოვანია, რომ ზრდა გვაქვს როგორც ადგილობრივ დამსვენებლებში, ისე უცხოელი ვიზიტორების ნაწილში. გასულ წელთან შედარებით, უკვე 10%-ითაა გაზრდილი ჩვენი უცხოელი დამსვენებლების რიცხვი.  ვგეგმავთ,რომ  ეს მაჩვენებელი წლის ბოლომდე, 20%-მდე გავზარდოთ“,-  განმარტა ნუცა აბრამიშვილმა.

მისივე თქმით, ამჟამად, „შუხმანის შატოს“ დამსვენებლების 70% ადგილობრივი ვიზიტორია, 30%-კი უცხოელი.

„ღვინის ტურიზმიდან გამომდინარე, უმეტესად, ევროპის ქვეყნებიდან გვსტუმრობენ. გვყავს როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი სტუმრები. საშუალოდ, ჩვენთან ღამის გათევის მაჩვენებელი 2-დან 5 ღამემდეა“, - განაცხადა “შუხმან ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, გაზრდილი ტურისტული ნაკადები, „შუხმან ჯგუფს“ შესაძლებლობას აძლევს, ტურიზმის სექტორში განვითარებისთვის ახალი პროექტები დაგეგმოს და განახორციელოს.

ცნობისთვის, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების  1.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 2-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების თითქმის 80 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით შედგა, გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ  კი 6 ღამე შეადგინა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022