ტურიზმი
04/12/2020

“ჯავშნებს ველოდებით, თუმცა ,შემოსავლების მკვეთრი ვარდნა გაგრძელდება“ - სასტუმრო “ბორჯომი ლიკანი“

სასტუმრო “ბორჯომი ლიკანი“ 2020 წლის ივნისიდან შეუფერხებლად  და სტუმარი აღნიშნული პერიოდიდან დღემდე მუდმივად ჰყავს. როგორც სასტუმროს ადმინისტრაციაში აცხადებენ, მიუხედავად ამისა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემოსავლების 70%-იანი ვარდნა მაინც ფიქსირდება.

კითხვაზე, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობამ სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების ფუნქციონირება შეზღუდა, ხომ არ არსებობს  მოლოდინი, რომ ბორჯომის სასტუმროებზე წამოვა ის კონტიგენტი, ვინც ბაკურიანში გეგმავდა დასვენებას, „ბორჯომი ლიკანში“ აცხადებენ, რომ  ამის ალბათობა არის, თუმცა საფასო პოლიტიკა სასტუმრო “ბორჯომი ლიკანსა“ და ბაკურიანის სასტუმროების 90%-ს განსხვავებული აქვს, აქედან გამომდინარე მოთხოვნის დიდი ზრდის მოლოდინი არ არის.

“ახალი წლისთვის ჯავშნებს ველოდებით, თუმცა, ვთვლით რომ გასულ წელთან შედარებით შემოსავლების მკვეთრი ვარდნა გაგრძელდება. სასტუმრო ყოველი თვე ზარალზე გადის,მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ თანამშრომლებს 100% ანაზღაურებას უნარჩუნებთ“-აცხადებენ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“.