“ჯავშნები გვაქვს,მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ 100%-ით დატვირთულები ვართ“ –“ვაზისუბნის მამული“
ბუტიკ სასტუმრო „ვაზისუბნის მამული“ ამ დროისთვის 35%-ით დატვირთულია. როგორც კომპანიის გაყიდვების დირექტორი ნია ოძელაშვილი აცხადებს,საქართველოში ტურისტულად ყველაზე დატვირთული რეგიონი კახეთია, გამომდინარე იქიდან, რომ შედარებით ახლოსაა თბილისთან. ასევე რეგიონში კოვიდ ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩენებელი ფიქსირდება.
„ბევრად აქტიური იყო სექტემბერი-ოქტომბერი, თუ არ გავთვალისწინებთ იმას, რომ ღონისძიებები გაგვიუქმდა. სხვა მხრივ სასტუმრო კარგად ოპერირებს“-აცხადებს ოძელაშვილი.
„ვაზისუბნის მამულის“ გაყიდვების დირექტორი არსებულ ვითარებას და გაყიდვებს, გასულ წელს ვერ ადარებს, რადგან ბუტიკ სასტუმრომ ოპერირება გასული წლის მარტში დაიწყო და პანდემიის გამო დროებით დახურვა მალევე მოუწია. „თუმცა, გათვლები რაც გვქონდა, იმას ჯერჯერობით მივყვებით“-აცხადებს ოძელაშვილი.
ბუტიკ სასტუმროში იმედოვნებენ, რო საახალწლოს უფრო მეტად დაიტვირთება სასტუმრო.
„ჯავშნები ახლაც გვაქვს,თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 100%-იანი დატვირთულობა გვაქვს. ამას ემატება შეზღუდვების შედეგი, ანუ საღამოს 21:00 საათის შემდეგ გადაადგილებას ვერ ვახერხებთ, ჩვენი ძირითადი დასაქმებულები კი თელავიდან, გურჯაანიდან და სოფელ ვაზისუბნიდან არიან, შესაბამისად, მათი ტრანსპორტირება ძალიან გვიჭირს. ყველა თანამშრომელს ვერ ვტოვებთ და ამ მხრივ ყოვე;დღიური საქმიანობა ძალიან გვირთულდება“-აცხადებს ნია ოძელაშვილი.
ბუტიკ სასტუმროში სტანდარტულ ნომერში სამუშაო კვირის განმვლობაში განთავსების ფასი 220 ლარს შედაგენს, პარასკევი-შაბათი-კვირის პერიოდში - 325 ლარს.
შეგახსენებთმ მე-19 საუკუნის მამული, რომელიც ცნობილი თავადის და საზოგადო მოღვაწის – სულხან ჭავჭავაძის სახლი გახლდათ, დღეს 19 ნომრიანი ბუტიკ სასტუმროა. მამულს შენარჩენუნებული აქვს პირვანდელი სახე. თითოეული ნივთი განსაკუთრებული გულისყურით არის შერჩეული ევროპისა და საქართველოს მასშტაბით, სადაც თითოეული ოთახი გთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას და დიზაინს.
ვაზისუბნის მამული მოიცავს 35 ჰექტარზე გადაჭიმულ ვენახს, აღდგენილ მარანს და XIX საუკუნის სასახლეში განთავსებულ ბუტიკის ტიპის სასტუმროს.