ტურიზმი
02/07/2020

ივანე მაჭავარიანი: რისკის და სიკეთის დაბალანსება მნიშვნელოვანია

როდის გახსნის საქართველო საზღვრებს და როდის აღდგება ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლა - ამ კითხვებზე მთავრობას კონკრეტული პასუხი ჯერ კიდევ არ აქვს. თემაზე ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა და განმარტა, რომ ვითარება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით ხშირად იცვლება.

„დიდი პატივია, რომ მოვხვდით იმ ქვეყნების სიაში, რომელთანაც მიმოსვლა ევროკავშირმა უსაფრთხოდ ჩათვალა, თუმცა ევროკავშირშის შიგნითაც ვგებულობთ ინფორმაციას, რომ ყველა ქვეყანას ამ საკითხთან დაკავშირებით ერთგვაროვანი მიდგომა არ აქვს. მაგალითად, ავსტრიამ გადაწყვიტა, რომ პროცესი კიდევ გადაავადოს, მგონი 30 სექტემბრამდე.

დღეს საჰაერო მიმოსვლის საშუალებით ევროკავშირიდან რა რაოდენობის ტურისტიც შეიძლება ჩამოვიდეს ეს არის მცირე რაოდენობა. ამას ვამბობ იმ განწყობების გათვალისწინებით, რომელიც ზოგადად მსოფლიო ტურიზმთანაა დაკავშიებული. ეს ეკონომიკისთვის ძალიან მცირედია, რაც გვქონდა შარშან და რა მოლოდინიც გვქონდა წლის დასაწყისში. თუმცა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით რისკი საკმაოდ მაღალია. 50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე ეს პრაქტიკულად ზღვაში წვეთია ეკონომიკისთვის. მათი 1%-იც რომ დაინფიცირებული იყოს, შეიძლება სერიოზული გავრცელება გამოიწვიოს. მერე შეზღუდვები რომც არ დავაწესოთ, ეკონომიკური აქტივობა მაინც დავარდება. ამ შემთხვევაში რისკი და სიკეთე ვერ ბალანსდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გავხსნით საზღვრებს. შევეცდებით, რომ შეირჩეს ქვეყნები სწორედ, ან წესი მიმისვლის ისე დადგინდეს, რომ პირველ რიგში ავიცილოთ ეპუდემიოლოგიური აფეთქება. ესაა ზოგადი ფილოსოფია იმის, თუ რატომ მეორე დღესვე არ გამოვვარდით და ყველა მიმართულებით ფრენები არ აღვადგინეთ.  დღეს ვერ გეტყვით ზუსტად და საბოლოოდ თარიღს“,- აღნიშნა მაჭავარიანმა.

Businesspartner