ტურიზმი
18/06/2020

ისრაელთან ტურისტული მიმოსვლის აღდგენაზე მოლაპარაკებები ივლისიდან განახლდება

საქართველო ისრაელთან ტურისტული მიმოსვლის აღდგენაზე მოლაპარაკებებს მომავალ თვეში განაახლებს.

ისრელი პირველი ქვეყანა უნდა ყოფილიყო, საიდანაც საქართველო საზღვრების გახსნის შემდეგ, პირველ ვიზიტორებს ელოდა, თუმცა ისრაელში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, პროცესი გადავადდა.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ისრაელის ტურიზმის მინისტრ ასაფ ზამირთან ონლაინ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ კოვიდ-ინფექციაზე საუბრისას კონკრეტული ვადის დასახელება რთულია, თუმცა იმედი გამოტქვა, რომ ისრაელი სწრაფად გადალახავს ეპიდემიოლოგიური აფეთქების ტალღას და შესაძლებელი იქნება, ივლისის ბოლოს ტურისტული მიმოსვლის აღდგენაზე საუბრის განახლება.

მხარეებმა ისრაელში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეაფასეს ის პერსპექტივები, რომლებიც არსებობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული მიმოსვლის აღდგენის მიმართულებით.