ტურიზმი
01/07/2021

Inn Group: სხვა ქვეყნებს რომ კონკურენცია გავუწიოთ, ფასების შემცირება გვიწევს

“ვფიქრობთ, ეს ზაფხული მაღალი დაკავებულობით ვიმუშავებთ“, - ასე შეაფასა „ბიზნესპარტნიორთან“ Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ ზაფხულის სეზონის მოლოდინები. მისი ინფორმაციით, Bakuriani Inn-ში ივლისი 80%-ით დაჯავშნილია, სულ მალე კი ეს ციფრი 90%-საც მიაღწევს.  

როგორც კოკაია აცხადებს, Bakuriani Inn-ი ივნისშის თვეს 40-45%-იანი აქტივობით მუშაობდა.

მისი ინფორმაციით, უცხოელების რაოდენობა მატულობს როგორც თბილისის, ისე გუდაურის სასტუმროებში. უცხოელებს შორის აბსოლუტური უმრავლესობა არაბია.

ზაფხულის სეზონზე მიღებული შემოსავალი დააკომპენსირებს თუ არა პანდემიის შედეგად მიყენებულ ზარალს, კოკაია აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია, რადგან მთელი წელი ჩავარდნილი იყო. გარდა ამისა, ახლა დაახლოებით 40%-ით შემცირებულია ფასები და გაზრდილია ხარჯი, შესაბამისად, კომპანიას შემცირებული აქვს შემოსავალი.

„ის ტენდენციები, რომელიც ახლა არსებობს, თუნდაც ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით, გვაძლევს იმედს, რომ წლის ბოლომდე ოდნავ მაინც  გამოსწორდება მდგომარეობა. რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანები და მოვიზიდოთ ტურისტები უცხოეთიდან, კონკურენტული ფასები უნდა შევთავზოთ, მარტო საქართველო ხომ არ არის, არსებობს ალტერნატიული ქვეყნები, სადაც დასვენება უფრო იაფად შეიძლება. შესაბამისად, იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებს კონკურენცია გავუწიოთ, გვიწევს ფასების დაგდება, შესაბამისად, მუშაობთ მოგების დაბალ მარჟაზე “-აცხადებს კოკაია.

სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს.კომპანიის  პორტფელშია სასტუმროები თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში.