ტურიზმი
03/05/2022

Inn Group-ი ახალციხეში 5 ვარსკვლავიან სასტუმროს 2023 წელს გახსნის

სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group-ი ახალციხეში 5 ვარსკვლავიან სასტუმროს გახსნის.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განუცხადა, ამ დროისთვის მიმდინარეობს ძველი შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 115 ნომრიანი სასტუმროს გახსნა 2023 წლის მაისში იგეგმება.

კოკაიას ინფორმაციით, ახალციხე Inn-ის  მშენებლობაში  ჯამში 10 მლნ-იანი ინვესტიცია  ხორციელდება. 

სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის  პორტფელშია სასტუმროები თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში. უახლოეს 1 თვეში  Inn Group-ი  სასტუმროებს ქუთაისსა და გორშიც ხნის.

Businesspartner