ტურიზმი
03/11/2021

IDFI: ტურიზმის აღდგენა ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა

კოვიდპანდემიამ ტურიზმი მნიშვნელოვნად დააზარალა. შეზღუდვების მოხსნის პარალელურად სექტორმა მუშაობა განაახლა, თუმცა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ტურიზმის აღდგენა ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა. 

"ვიზიტორების რაოდენობისა და ტურიზმის შემოსავლების ყველაზე მკვეთრი ვარდნა 2020 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირდა წ.წ. -96% და -97%, შესაბამისად. 2021 წლის პირველ კვარტალში ტურისტების რაოდენობა წ.წ. -90%-ით შემცირდა", - აღნიშნულია IDFI-ის მიმოხილვაში, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ეხება.