ტურიზმი
10/05/2021

ია თაბაგარი: კომენდანტის საათს გადავწევდი და შაბათ-კვირას რესტორნებს ვამუშავებდი

ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი მიიჩნევს, რომ ე.წ. კომენდანტის საათმა 23:00-24:00 საათამდე უნდა გადაიწიოს, რესტორნებს კი, შაბათ-კვირას, თუნდაც ღია სივრცეში, რეგულაციების დაცვით მუშაობის საშუალება მიეცეთ.

როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, რესტორნებსა და სასტუმროებში რეგულაციების დაცვის მხრივ ყველაზე კარგი მაგალითია კახეთი.

“კარგი მაგალითია კახეთი. ყველა იცავს რეგულაციებს. სასტუმროებში საუზმის მაგიდები ერთმანეთისგან მოშორებულია, ყველა მეპატრონე და მენეჯერი ცდილობს, რეგულაციებს მიჰყვეს. ტურისტების ვიზიტებს კი, ინფიცირების ზრდა არ გამოუწვევია. თუ გვაქვს ასეთი მაგალითები, რატომ არ შეიძლება გავიზიაროთ, შაბათ-კვირას რესტორნებმა, თუნდაც ღია სივრცეში მუშაობის შესაძლებლობა მიეცეთ, გაზაფხულია უკვე, თბილა. ამაში შეუძლებელი არაფერია. ამას მოვითხოვდი, თუმცა, რაც არ უნდა მოვითხოვოთ, იმის იმედიც კი არ მაქვს, რომ მოგვისმენენ“, - განაცხადა ია თაბაგარმა “ბიზნესპარტნიორთან“.