ტურიზმი
24/10/2022

"ჰერბია" HoReCa სექტორში შედის - პროექტის საინვესტიციო ღირებულება ₾2 მლნ-ია

მწვანილისა და ბოსტნეულის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი "ჰერბია" HoReCa სექტორში შედის. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2 მლნ ლარს შეადგენს.

კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ 2023 წლის ზაფხულში „ჰერბია“ ტურისტულ კომპლექსს გახსნის, სადაც წარმოდგენილი იქნება „სოფლის ევოლუციის მუზეუმი“, 10 ნომრიანი ბუტიკ სასტუმრო და კვების ობიექტი.

მისი ინფორმაციით, მუზეუმში წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 300 წლის ისტორია - როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები სოფელში და როგორ ვცხოვრობთ დღეს.

"ჰერბიამ" აგროტურიტულ საქმიანობას დაწყების შესახებ 2021 წელს განაცხადა, ხოლო "სოფლის ევოლუციის მუზეუმზე" მუშაობა მანამდე, 2 წლით ადრე დაიწყო. პროექტის ფარგლებში აგროტურისტული სივრცე წყალტუბოში, 1 ჰა ტერიტორიაზე მოეწყობა.

"ჰერბიას" ტერიტორიაზე მოწყობილი იქნება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, ასევე გაიმართება სხვადახვა ქართული კერძის მომზადების მასტარკლასები. წარმოდგენილი იქნება "ჰერბიას" საფირმო ბიოღვინო და სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი იშვიათი ღვინოები. 

ჯანელიძის ინფორმაციით, ტურისტული სივრცეში უკვე დასრულებულია სამშენებლო სამუშაოები, უახლოეს მომავალში კომპანია შიდა ინტერიერის მოწყობას დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "ჰერბია" ქვეყანაში მწვანილისა და ბოსტნეულის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022