ტურიზმი
15/02/2023

გურჯაანის გასტრონომიული აკადემიის კურსდამთავრებულები მაღალანაზღაურებადი სამსახურებით იქნებიან გარანტირებულები

ახალგაზრდები, რომლებიც გურჯაანის გასტრონომიულ კადემიაში მიიღებენ განათლებას, მაღალანაზღაურებადი სამსახურებით იქნებიან გარანტირებულები, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ გურჯაანში გასტრონომიული მიმართულების სკოლის პროექტის ინიციატორმა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, აკადემია 400 სტუნდეტს მიიღებს და აქ ახალგაზრდები შეძლებენ, ისწავლონ გასტრონომიასთან დაკავშირებით ყველაფერი - კულინარიიდან დაწყებული, რესტორნის მართვით დასრულებული.

„გურჯაანის კულინარიის აკადემიის პროექტი იქნება კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის საუკეთესო მაგალითი. სახელმწიფო უზრუნველყოფს სკოლის ინფრასტრუქტურას, ხოლო მართვაში შევა კავკასიის უნივერსიტეტი.

„კავკასიის უნივერსიტეტს უკვე დაწყებული აქვს საგანმანათლებლო პროგრამებზე მუშაობა და იქნება ძალიან საინტერესო პროგრამები, რომელთა გავლის შემდეგაც, როგორც საქართველოში, ისე მთელი ევროპის მასშტაბით, გურჯაანის კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული მაღალანაზღაურებადი სამსახურების პოვნას შეძლებენ, დასაქმდებიან: საერთაშორისო სასტუმროების ქსელებში, რესტორნებში, რადგან ძალიან მოთხოვნად პროფესიას დაეუფლებიან“, - განმარტა დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, სტუდენტების 15% უცხოელი იქნება და მათ მოზიდვასაც კავკასიის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს.

როგორც დავით სონღულაშვილი ამბობს, გურჯაანის კულინარიის აკადემია სავარაუდოდ 2024 წლის შემოდგომაზე, ან მაქსიმუმ 2025 წლის გაზაფხულზე გაიხსნება და ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას და ქართული გასტრონომიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას მსოფლიოს მასშტაბით.

შეგახსენებთ, ბასკეთის კულინარიული ცენტრის ხელშეწყობით, გურჯაანში გასტრონომიული მიმართულების აკადემიის მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება. 

გასტრონომიის აკადემიის მშენებლობა 2022 წელს დაანონსდა. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და  დაახლოებით 17 მლნ ლარია ინვესტიცია ხორციელდება.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022