ტურიზმი
06/10/2020

გურამ ბაღდოშვილი: COVID-ის შემდეგ საქართველო პოპულარული ტურისტული ქვეყანა იქნება

ცნობილი შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი გასტრონომიული ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ პანდემიის შემდეგ საქართველო ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული მიმართულება გახდეს.

მისი ინფორმაციით, ამის თქმის საფუძველს იძლევა ბევრი ორგანიზაციის ერთობლივი მუშობა, რომელიც  აჭარის რეგიონის პრომოუშენს გულისხმობს. დაგეგმილია საიმიჯო რგოლების გადაღება, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სატელევიზიო ეთერში იტრიალებს.

„მათ შორის იქნება რგოლები აჭარულ-ლაზური კერძებიზე. პანდემიის შემდეგ, ვიცი, რომ დაგეგმილია ცნობილი შეფ-მზარეულების ჩამოყვანაც. მოკლედ, საკმაოდ დიდი მუშაობა მიდის. პროექტში ჩართულია  კომპლექსურად ბევრი ორგანიზაცია როგორც თბილისიდან ასევე აჭარიდან. მათ შორისაა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. ბევრი იდეა აქვთ და როგორც კი ბიზნესი და საზღვრები სრულად გაიხსნება, ყველაფერი განხორციელდება,“ - აცხადებს ბაღდოშვილი.

ცნობილი შეფ-მზარეული პანდემიის პირობებში ქართველების ქმედებებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ პანდემიის დაწყებიდან 5-6 თვეში საზოგადოება მოეშვა და უსაფრთხოების ზომებს ისე აღარ იცავს, როგორც ადრე, თუნდაც 2020 წლის მარტ-აპრილში.

„დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩაწყნარდება სიტუაცია, როგორც კი ვაქცინა ბაზარზე გამოჩნდება, საქართველო დაუბრუნდება ისევ იმ პოზიციას, რა პოზიციაზეც იყო. ამისთვის საკმაოდ ბევრი მუშაობა მიდის,“ - აცხადებს გურამ ბაღდოშვილი.