ტურიზმი
18/11/2021

Gudauri Loft: საახალწლოდ ჯავშნებს უმეტესად უცხოელები აკეთებენ

Gudauri Loft-ის აღმასრულებელი დირექტორი დავით დოლიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ზამთრის საკურორტო სეზონის მოლოდინებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სასტუმრო ჯავშნებს ახალი წლის პერიოდისთვის აქტიურად იღებს.

განსაკუთრებული აქტივობაა უცხოელი ტურისტების მხრიდან, მათ შორის,  მეზობელი ქვეყნებიდან,  ევროპიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან.

რაც შეეხება ადგილობრივ ტურისტებს, Gudauri Loft-ის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ ქართველები ნომრებს მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე ჯავშნიან, შესაბამისად, მათი მხრიდან ჯავშნებზე მოთხოვნა ამ ეტაპზე საკმაოდ მცირეა.

დავით დოლიძე იმედოვნებს, რომ ზამთრის სეზონი წელს საკმაოდ აქტიური იქნება და სასტუმროებს მუშაობის საშუალება მიეცემათ. რაც შეეხება "მწვანე პასპორტების" მექანიზმის 1 დეკემებრიდან ამოქმედებას და  შესაძლო ეფექტს, აღნიშნულ თემაზე დოლიძე ვერ საუბრობს.