ტურიზმი
19/01/2022

Gudauri Loft: კმაყოფილები არ ვართ, სასტუმრო 50%-იანი დატვირთვით მუშაობს

კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელებამ ზამთრის კურორტებს დამსვენებელი შეუმცირა. 

Gudauri Loft-ის აღმასრულებელი დირექტორი დავით დოლიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ზამთრის საკურორტო სეზონის შეფასებისას აცხადებს, რომ ამ დროისთვის სასტუმროს მხოლოდ 50%-ია დატვირთული.

მისი განმარტებით, სასტუმროს ამჟამინდელი მუშაობა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ სეზონი ნორმალურად შეფასდეს.

„მას შემდეგ რაც ომიკრონის გავრცელება გაიზარდა, გუდაურში ტურისტი საკმაოდ შემცირდა. არ ვართ კმაყოფილები,“ - აცხადებს დოლიძე.

დავით დოლიძე იმედოვნებს, რომ ზამთრის მიმდინარე სეზონზე სასტუმროს მიეცემა ბევრად მეტი აქტივობით მუშაობის საშუალება.