ტურიზმი
19/08/2021

გონიოში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ლაბაუ" 2022 წლის მაისში გაიხსნება

სასტუმროების ქსელი „მგზავრები“ „ლაბაუს“ ბრენდით გონიოში 5 ვარსკვლავიან სასტუმროს 2021 წლის დეკემბერში გახსნა გადაიდო.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ქსელ „მგზავრების“ დირექტორის მოადგილე მადლენა მანუსაჩიანმა განუცხადა, მიზეზი პანდემიაა.

„ზამთარში სასტუმროს ზღვაზე გახსნას აზრი არ აქვს, ამიტომ სრულად მომზადებულები მაისში გავიხსნებით. ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია, რადგან სეზონზე არსებულ დამსვენებელს დისკომფორტი არ შევუქმნათ,“ - აცხადებს მანუსაჩიანი.

16 სართულიან შენობაში უმაღლესი კლასის 205 სასტუმრო ნომერი იქნება.

გარდა ამისა, სასტუმრო მოიცავს 1,5 ჰა დაცულ ტერიტორიას, ღია და დახურულ აუზებს, აკვაპარკს, ფიტნეს და სპა ცენტრს, სპორტულ და საბავშვო გასართობ მოედნებს. კომპლექსში შედის რესტორნები და კაფე ტერასით, ღია და დახურული ავტოსადგომები, საკონფერენციო დარბაზი, სარეკრეაციო ზონა, ადმინისტრაცია და დაცვის 24-საათიანი მომსახურება.

პროექტში 7 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„მგზავრების“ სასტუმროების ქსელი უკვე 10 წელია ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი. სასტუმროს ტიპის აპარტამენტების კონცეფცია საქართველოში პირველად სწორედ „მგზავრებმა“ წარადგინა.

კომპანიის სტრატეგია, საქართველოს პოპულარულ კურორტებზე 5 ვარსკვლავიანი ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა, სასტუმროს ნომრების რეალიზაცია და სასტუმროს მენეჯმენტია.

10 წლის განმავლობაში მგზავრების განხორციელებული პროექტებია:

  • 11 პროექტი ბაკურიანში;
  • 4 პროექტი ბათუმის სანაპირო (გონიო);
  • 1 პროექტი  გუდაურში;
  • 2 პროექტი ბათუმში;