გონიოში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო “ლაბაუ“ 2021 წლის ბოლოს გაიხსნება
სასტუმროების ქსელი „მგზავრები“ „ლაბაუს“ ბრენდით გონიოში 5 ვარსკვლავიან სასტუმროს 2021 წლის დეკემბერში გახსნის. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ქსელ „მგზავრების“ დირექტორის მოადგილე მადლენა მანუსაჩიანმა განუცხადა, 16 სართულიანი შენობაში უმაღლესი კლასის 205 სასტუმრო ნომერი იქნება.
გარდა ამისა, სასტუმრო მოიცავს 1,5 ჰა დაცულ ტერიტორიას, ღია და დახურულ აუზებს, აკვაპარკს, ფიტნეს და სპა ცენტრს, სპორტულ და საბავშვო გასართობ მოედნებს. კომპლექსში შედის რესტორნები და კაფე ტერასით, ღია და დახურული ავტოსადგომები, საკონფერენციო დარბაზი, სარეკრეაციო ზონა, ადმინისტრაცია და დაცვის 24-საათიანი მომსახურება.
როგროც მანუსაჩიანი აცხადებს, პროექტში 7 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
„მგზავრების“ სასტუმროების ქსელი უკვე 10 წელია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი. სასტუმროს ტიპის აპარტამენტების კონცეფცია საქართველოში პირველად სწორედ „მგზავრებმა“ წარადგინა.
კომპანიის სტრატეგია, საქართველოს პოპულარულ კურორტებზე 5 ვარსკვლავიანი ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა, სასტუმროს ნომრების რეალიზაცია და სასტუმროს მენეჯმენტია.
10 წლის განმავლობაში მგზავრების განხორციელებული პროექტებია:
- 11 პროექტი ბაკურიანში;
- 4 პროექტი ბათუმის სანაპირო (გონიო);
- 1 პროექტი გუდაურში;
- 2 პროექტი ბათუმში;