ტურიზმი
17/03/2023

Go Tour - ტურისტულ მიმართულებებზე ფასები 30%-ით გაიზარდა

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასები ტურისტულ სექტორში საგრძნობლად გაზრდილია. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ Go Tour-ის ხელმძღვანელმა, ნინო წიკლაურმა ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, როგორც ავიაბილეთებზე, ასევე სასტუმროსა და სხვადასხვა მომსახურებებზე ფასები გაზრდილია. ამ შემთხვევაში საქართველოც არაა გამონაკლისი და განთავსების ობიექტებზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება.

„ტურების ფასები დაახლოებით 20-30%-ის დიაპაზონშია გაზრდილი,“  -აღნიშნავს ნინო წიკლაური.

როგორც Go Tour-ის ხელმძღვანელი აცხადებს, ფასების ზრდა პირველ რიგში განპირობებულია პანდემიით, რომელმაც ყველა სექტორი, მათ შორის ტურისტული სექტორი მნიშვნელოვნად დააზარალა, ხოლო მეორეს მხრივ -  დიდი გამოწვევაა, რუსეთ-უკრაინის ომი, რამაც გამოიწვია გარკვეული ფრენების შეჩერება და კონკურენციის შემცირების გამო  სხვადასხვა ავიაკომპანიების მხრიდან ფასების ზრდა.

როგორც ნინო წიკლაური აცხადებს, ტურებზე მოთხოვნა ძალიან დიდია და ამ დროისათვის გაზაფხულის სეზონი ფაქტობრივად უკვე დაგეგმილია. ახლა კი ზაფხულის დაგეგმვა იწყება და მომხმარებლები ძირითადად საზღვაო კურორტებზე, როგორც ქვეყნის მეზობლად, თურქეთში, ასევე ევროპის სხვადასხვა საზღვაო კურორტებს  ანიჭებენ უპირატესობას.

ცნობისთვის, Go tour-ი ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს და  ტურებს როგორც  მსოფლიოს მასშტაბით, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ახორციელებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022