ტურიზმი
24/04/2023

გიორგი ჯახუტაშვილი: 2024 წლიდან შოვის განვითარებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება

შოვის კურორტის განვითარების პროექტი განხორციელებასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების თავმჯდომარემ,გიორგი ჯახუტაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, 2024 წლის გაზაფხულიდან, როდესაც კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, შოვში სამუშაოების დაწყება შესაძლებელი იქნება, პროექტის განსახორციელებლად შესაბამისი, მოსამზადებელი ოპერაციები დაიწყება.

„როგორც იცით, შოვის კურორტი 2006 წელს ყაზახეთის მოქალაქემ  შეიძინა.  მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. ყაზახი ინვესტორის გარდა, ამ პროექტში კიდევ რამდენიმე მსხვილი ჯგუფია ჩართული. ისინი იქ მიწას ფლობენ. პირადად მე, 2016 წლიდან ვარ ამ პროექტში ჩართული, რომლის რეანიმაციაც ეტაპობრივად ხდება. 2019 წლიდან დღემდე, მიმდინარეობდა გენერალურ გეგმაზე შეთანხმება, იცით რომ გენგეგმის გარეშე კურორტი ქაოტურად განვითარდება. ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, 4 წლიანი მუშაობის შემდეგ, გენერალური გეგმა შეთანხმებულია და შოვის კურორტის განვითარების იდეა განხორციელებასთან ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა“,  - დასძინა გიორგი ჯახუტაშვილმა.

შეგახსენებთ, ყაზახი ინვესტორები კურორტ შოვის ტერიტორიის 60%-ს ფლობენ. კურორტის განვითარებისთვის $60 მილიონამდე ინვესტიციის მოზიდვა არის გათვალისწინებული. შოვის განვითარებით რაჭის რეგიონში ყოველწლიურად 56 ათასამდე საშუალო და მაღალშემოსავლიანი დამსვენებლების აყვანა იქნება შესაძლებელი.

კურორტი შოვი არის უნიკალური კურორტი, რადგან აქ თავმოყრილია 16 მინერალური წყალი, 3 მწვერვალით გარშემორტყმული ტერიტორია და გარდა ამისა, აქ არის უნიკალური კლიმატურ-ბალნეოლოგიური პირობები.

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022