ტურიზმი
29/09/2023

გერმანელი ტუროპერატორები საქართველოს მიმართულებით აქტიურ მუშაობას იწყებენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიიდან წამყვან ტუროპერატორებსა და  მარკეტინგული  სააგენტოს KPRN  წარმომადგენლებს მასპინძლობს.   B2B ფორმატის ფარგლებში გერმანელი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც სამომავლო თანამშრომლობა, ერთობლივი ტურების მომზადება განიხილეს.

„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩვენ დავესწარით ამ შეხვედრას. წარმოდგენილი კომპანიები თანამშრომლობით დაინტერესდნენ. გერმანული ტურისტული ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, კომფორტულია ფრენების განრიგი და დიდი გამოცდილება გვაქვს ამ ბაზარზე მუშაობით. მივესალმებით ამ ტენდენციას და იმედია ხშირი იქნება ასეთი ვიზიტები“,-აცხადებს ტუროპერატორი გურამ ავალიანი.

„ამ ტურით ძალიან კარგი გამოცდილება მივიღეთ საქართველოს შესახებ. გერმანელი ტუროპერატორები  ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. გავეცანით ტურისტულ ადგილებს, ქართულ სამზარეულოს. ჩვენ ვმუშაობთ ტუროპერატორებთან რომ ტურისტებს ვაჩვენოთ თქვენი მრავალფეროვანი და ლამაზი ქვეყანა. ასევე ვმუშაობთ, რომ ბევრი გერმანელი ტურისტი ეწვიოს საქართველოს“,-ამბობს  მარკეტინგული სააგენტოს KPRN  წარმომადგენელი ალექსანდრა გამროთი.

გერმანული ტურისტული კომპანიების 12 წარმომადგენელი თბილისსა და ბორჯომში ტურისტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო. ტუროპერატორები სასტუმროებისა და კვების ობიექტებით დაინტერესდნენ, ასევე მოინახულეს მცხეთა და უფლისციხე. 

Businesspartner