ტურიზმი
18/05/2022

Galt & Taggart: ტურიზმის შემოსავლების 85%-იანი აღდგენის ალბათობა გაზრდილია

აპრილში ტურიზმის შემოსავალმა $188.6 მლნ შეადგინა, რაც 3.8-ჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს და 2019 წლის დონის 70.6%-ია.

აღსანიშნავია, რომ ტურისტული შემოსავლების ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს რუსეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან შემოსული მიგრანტების დანახარჯებს, რომლებიც საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ.

GALT & TAGGART–ის ტურიზმის შემოსავლების 85%–იანი აღდგენის ალბათობა გაზრდილია ტურიზმის სექტორის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, აპრილში, ტურიზმის შემოსავლების 19.3% რუსეთზე მოდიოდა, შემდეგ მოდის ბელარუსი 14.9%–ით, ისრაელი 11.1%–ით, ევროკავშირი 11% და უკრაინა 10.3%–ით.

საბაზისო სცენარით, 2022 წელს ტურიზმის შემოსავლების 75%-იან აღდგენას ვპროგნოზირებთ 2019 წელთან შედარებით, თუმცა მიგრანტების ეფექტის გათვალისწინებით, უფრო სწრაფი 85%–იანი აღდგენის ალბათობა გაზრდილია.