ტურიზმი
04/10/2021
ფილარმონიასთან სასტუმრო "მუზა" 2022 წლის შემოდგომაზე გაიხსნება
ფილარმონიასთან სასტუმრო „მუზა“ 2022 წლის შემოდგომაზე გაიხსნება, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა.
კოსტავას ქუჩაზე (#27), ყოფილი სასტუმრო „მუზას“ ტერიტორიაზე 4-ვარსკვლავიანი, 23 ნომრიანი ბუტიკ სასტუმრო შენდება.
რეკონტრუქცია-მშენებლობასა და მოპირკეთებაზე დაახლოებით 8 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება.
პაპაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დასრულებულია გარე სამუშაოები, იწყება ინტერიერზე მუშაობა, რომელიც დაახლოებით ერთ წელში დასრულდება.
პროექტის მშენებლობას ქართულ-თურქული კომპანია „სინერჯი“ ახორციელებს.