ტურიზმი
01/03/2023

ევროკავშირში მოგზაურობისთვის დამატებითი თანხის გადახდა ჯერ არ მოგიწევთ - რეგულაცია გადავადდა

ევროკავშირმა მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება გადაავადა.

როგორც ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, რეგულაცია, რომელიც 2023 წლის ნოემბრიდან უნდა ამუშავებულიყო, 2024 წელს შევა ძალაში.

ახალი წესის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში უვიზოდ ჩასვლა შეუძლიათ, გამგზავრების წინ უნდა შეავსონ ელექტრონული ანკეტა, რომელსაც სისტემა(ETIAS) დაამუშავებს და მოგზაური ავტორიზაციას ელექტრონული ფოსტით მიიღებს.

ელექტრონულ ანკეტაში მოქალაქეები მიუთითებენ პირად მონაცემებს, მათ შორის, დაბადების ადგილს, დაბადების თარიღს, მისამართს, ტელეფონის ნომერს, განათლებას და სამუშაო ადგილს.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ახალი სისტემის ამოქმედებით, ევროპაში მოგზაურობა უფრო უსაფრთხო გახდება. მომსახურების გადასახადი კი 7 ევროა.

შენგენის ზონაში შესასვლელად შვიდი ევროს გადახდა აუცილებელი იქნება 18-იდან 70 წლამდე ადამიანებისთვის, ხოლო 18 წლამდე და 70 წელს ზემოთ პირებს გადასახადი არ შეეხებათ.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა მეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამ სისტემაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო და მისი ამოქმედება თავდაპირველად 2022 წლის დასაწყისიდან იგეგმებოდა, თუმცა რამდენჯერმე გადაიდო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022