ტურიზმი
10/06/2022

ერეკლე კოკაია: ქუთაისში არ იყო ისეთი  კლასის სასტუმრო, რომელსაც ევროპელები ითხოვენ

ქუთაისი Inn-ი სტუმრებს უკვე იღებს, თუმცა, სასტუმრო ოფიციალურად ხვალ გაიხსნება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“  Inn Group-ის აღმასრულებელმა  დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განუცხადა,ქუთაისის სასტუმროში სტუმრების უმრავლესობა უცხოელი იქნება.

„დიდი მოთხოვნაა ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტის გამო. ქალაქში კი არ იყო ისეთი  კლასის სასტუმრო, რომელსაც ევროპელები ითხოვენ. ეს არის ქუთაისში ყველაზე დიდი სასტუმრო,“-აცხადებს კოკაია.

მისი განცხადებით, 5 ვარკვლავიანი ქუთაისი Inn-ი არის  მაღალი დონის,100 ნომრიანი  სასტუმრო. Inn Group-მა ქუთაისი Inn-ის მშენებლობაში  ჯამში ₾15 მლნ-იანი ინვესტიცია განხორციელდა. 

სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის  პორტფელშია სასტუმროები თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში.