ტურიზმი
15/03/2022

ეკოტურისტული სერვისებიდან საქართველომ ₾5.7 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

საქართველომ 2021 წელს ეკოტურისტული სერვისებიდან ჯამურად 5.663 მლნ ლარი მიიღო, რაც 2020 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 6.4-ჯერ (899 076 ლარი) აღემატება.. 

"ბიზნესპარტნიორის" მიერ დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2021 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 589 098 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს 2,4-ჯერ აღემატება.

ვიზიტორთა შორის 47% (278 084 ვიზიტორი) საქართველოს, ხოლო 53% (311 014 ვიზიტორი) სხვა ქვეყნის მოქალაქეა.

2020 წელთან შედარებით, უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია დაახლოებით 11.7 -ჯერ.

2021 წელს, ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია შემდეგ დაცულ ტერიტორიებს:

  • მარტვილის კანიონი
  • პრომეთეს მღვიმე
  • ყაზბეგის ეროვნული პარკი
  • ოკაცეს კანიონი
  • მტირალას ეროვნული პარკი

2021 წელს, ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე:

  • პრომეთეს მღვიმე - დაახლოებით 8-ჯერ
  • მარტვილის კანიონი - დაახლოებით 7.2-ჯერ
  • ოკაცეს კანიონი - დაახლოებით   7-ჯერ
  • კინჩხას ჩანჩქერი - დაახლ. 4.8- ჯერ
Businesspartner