ტურიზმი
16/05/2022

Dreamland Oasis Chakvi: ჯავშნები გვაქვს, ვუბრუნდებით პანდემიამდელ მაჩვენებლებს

სასტუმრო Dreamland Oasis Chakvi-ს გენერალური დირექტორი კოკა გეგუჩაძე „ბიზნესპარტნიორთან“ ზაფხულის საკურორტო სეზონის მოლოდინებზე საუბრობს.

მისი ინფორმაცით, სასტუმრო გახსნილია და იღებს სტუმრებს. მეტიც, ამჟამინდელი მდგომარეობა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სასტუმრო უბრუნდება პანდემიამდელ აქტივობას და შემოსავალს.

„ზაფხულის სეზონისთვის ჯავშნებიც გვაქვს. ჩვენ უცხოელ ტურისტებზე 100%-ით დამოკიდებულები არ ვართ. სხვა სეგმენტი გვყვავს, მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა,“-აცხადებს გეგუჩაძე.

Dreamland Oasis Chakvi პირველი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსია საქართველოში. კომპლექსი მოიცავს საცურაო აუზებს, აკვაპარკს, ბარებსა და რესტორნებს, საბავშვო მოედნებს, კერძო პლაჟს, ბულვარს, ბოულინგს, სათამაშო ოთახებს, 3D, 7D და 9D კინოთეატრებს, ჩოგბურთის კორტებს, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებს, ჩილიმ ბარს, კარაოკესა და სხვა ობიექტებს.

კომპლექსი ასევე მოიცავს სასტუმრო Dreamland Oasis-ს, ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომპლექსია შავი ზღვის სანაპიროზე.  სასტუმრო კომპლექსი გაშენებულია 10 000 კვ.მ. გამწვანებულ ტერიტორიაზე და იგი ხუთ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ბლოკს მოიცავს. კომფორტული ნომრების გარდა ტერიტორიაზე უამრავი გასართობი საშუალებაა, რაც ნებისმიერი ასაკის თუ ინტერესების მქონე სტუმრის ინტერესზეა გათვლილი.

პროექტი Dreamland Oasis Chakvi აჭარაში ყველაზე მსხვილი ევროპული ინვესტიციით ხორციელდება. მისი დამფუძნებელია ავსტრიული კომპანია Albereta, რომელიც პროექტის 82.7% წილს ფლობს, ხოლო დანარჩენი 17.3% ქართული ინვესტორების საკუთრებაა. ამ ეტაპზე პროექტში ჩადებული ინვესტიცია 70 მილიონ დოლარს აღემატება.