ტურიზმი
17/03/2021

Dream Travel-ი: ქართველებმა მოგზაურობა უკვე დაიწყეს, პოპულარული მიმართულება ეგვიპტეა

ქართველებმა უკვე დაიწყეს მოგზაურობა, - ტურისტული კომპანია Dream Travel-ის დამფუძნებელი ნანა ჩხეიძე „ბიზნესპარტნიორთან“ პანდემიის პერიოდში არსებულ ტენდენციებზე საუბრობს. მიმდინარე პერიოდის აქტიურ მიმართულებებს შორისაად შესაძლოა შემდეგი ქვეყნები დასახელდეს: ეგვიპტე, დუბაი და სტამბოლი.

მისი განცხადებით, გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია ტურისტული პაკეტების ფასები.  

„ჯერ დუბაი იყო მოთხოვნადი, ახლა  დაემატა ეგვიპტე და თურქეთი. აქტივობა არის, თუმცა, პანდემიამდელ პერიოდს ვერ შეედრება. დაახლოებით განახევრებულია ტურების  ფასებიც. რაც შეეხება მოლოდინებს, ვფიქრობ, ზაფხულში ბევრად აქტიური პერიოდი გვექნება, თუმცა ვვარაუდობ ტურისტული სექტორი პანდემიამდელ მაჩვენებლებს მინიმუმ 1-2 წელი ვერ დაუბრუნდება“-აცხადებს ნანა ჩხეიძე.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები გაუქმდა.