დისქავერ ჯორჯია: მომავლის პროგნოზი არ გვაქვს და ვერც სტრატეგიულ გეგმაზე ვმუშაობთ
ტურიზმის დარგის წარმომადგენლები საზღვრების გახსნის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ.
ტურისტული კომპანია „დისქავერ ჯორჯიას“ დირექტორი, ნინა კეკელიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ სექტორში არსებული მდგომარეობა უმძიმესია, მომავლის პროგნოზირება კი შეუძლებელია.
„უნდა ვეცადოთ, რომ იმ მწვანე ქვეყნებთან, რომელთაც კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარება აქვთ, საზღვრები გონივრულ ვადაში გაიხსნას. პირველ რიგში, ავიაცია უნდა დაუბრუნდეს საწყის ნიშნულს. სწორედ მასზე დგას ტურიზმის ინდუსტრია. თუ A და B პუნქტი ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებული არ იქნება, ძალიან გაჭირდება საერთაშორისო მოგზაურების შემოსვლა.
სამწუხაროდ, არ გვაქვს ხვალინდელი დღის პროგნოზი. თუ ადრე შემუშავებული გვქონდა სტრატეგიული გეგმა, დღეს ვეღარ ვმუშაობთ ამ მომავლის პროგნოზით. არ გვაქვს ავიაციის სტატისტიკა. თუნდაც, Wizz Air-ის მიმოსვლა, რეალურად იწყებს კომპანია ფრენებს, თუმცა არ ვიცით, ის როგორ გაგრძელდება, ან შევინარჩუნებთ თუ არა“,- აღნიშნა „დისქავერ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა.