Crowne Plaza Borjomi: ამ დროისთვის სასტუმროში მხოლოდ ადგილობრივი ტურისტები გყავს
Crowne Plaza Borjomi სრულად დატვირთულია, დამსვენებლები კი მხოლოდ ადგილობრივი ტურისტები არიან.
კომპანიის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სასტუმროს მენეჯმენტი ყველანაირად იცავს კოვიდრეგულაციას, რასაც დამსვენებლების მხრიდან დადებითი გამოხმაურებები აქვს.
„უცხოელებიც ინტერსდებიან, განსაკუთრებით ზაფხულში დიდი ინტერესი იყო რიგიდან, ახლა კი თავს იკავებენ. თუ გასულ წელს სასტუმროს ბევრი კორპორატიული დაკვეთა ჰქონდა, ახლა ვითარება შედარებით შეიცვალა, თუმცა, მარტიდან ამ სეგმენტის გააქტიურებას ველოდებით. ამ დროისთვის აქცენტი ინდივიდუალურ ტურებზეა,“ - აცხადებენ სასტუმროს ადმინისტრაციაში.
სასტუმრო ბორჯომის ცენტრში მდებარეობს, ბორჯომის პარკის შესასვლელთან. Crowne Plaza Borjomi-ში 101 ნომერია. სასტუმრო გამოირჩევა ინტერიერის თანამედროვე დიზაინით. ფუნქციონირებს რესტორანი, ბარი, გამაჯანსაღებელ სპა-ცენტრი და სხვა.