ტურიზმი
08/04/2022

City Development-ი შაორზე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას 2023 წელს დაიწყებს

შაორის განვითარება იწყება.ინვესტორი, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიის განაშენინებას და განვითარებას გეგმავს, მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრების მმართველი კომპანიის IG Development -ის დამფუძნებელი მინდია საბანაძეა.

როგორც IG Development-ის შვილობილი კომპანიის City Development-ის დირექტორმა სანდრო ტოგონიძემ„ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა,რა კონცეფციით განავითარებს შაორს მინდია საბანაძე მაისში გახდება ცნობილი.

მისი ინფორმაციით ,კამპანიამ 3 ჰა მიწის ნაკვეთი ელექტრონული აუქციონის წესით ქონების ეროვნული სააგენტოსგან 2021 წლის ზაფხულში იყიდა. ადგილზე დაგეგმილია რეზორტის ტიპის 120 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, სადაც იქნება სპა, რესტორანი, საბავშო სივრცე, საკონფერენციო სივრცე და ა.შ.

როგორც ტოგონიძე აცხადებს, გამოცხადებულია არქიტექტურული კონკურსი, სადაც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამ დროისთვის ინტერესი ძირითადად, ქართული კომპანიებისაგანაა.

„კონკურსის პირველადი მონაცემები აპრილის ბოლოს გვექნება, გამარჯვებული კი  მაისის ბოლოს გამოვლინდება. ჟიურისთან ერთად უნდა შეირჩეს კონცეფცია, რომლითაც უნდა განვითარდეს შაიორზე ჩვენი ტერიტორია.  ამის შემდეგ წავა დეტალური პროექტირება და სანებართვო პროცედურები. პროექტი რომ ხელში გვეჭიროს, დღესვე მზად ვართ მშენებლობა დავიწყოთ. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, წლის ბოლოს ან 2023 წლის დასაწყისში მშენებლობას დავიწყებთ“-აცხადებს ტოგონიძე.

პროექტში დაახლოებით $20 მლნ-ის ინვესტიცია ჩაიდება.  City Development-ი შაორზე მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის განვითარებას, პროექტის დაწყებიდან 2-2.5 წელიწადში დაასრულებს. 

კითხვაზე, განიხილავს თუ არა City Development-ი შორის სასტუმრო კომპლექსის მმართველად საერთაშორისო ოპერატორი კომპანიის შემოსვლას, ტოგონიძე აცხადებს, რომ  აქცენტი ადგილობრივი მენეჯმენტ კომპანიის დაფუძნებაზეა,თუმცა, არ გამოირიცხება საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობაც.

„ეს იქნება მაღალი ხარისხის და კლასის სასტუმრო, თუმცა, საფასო  პოლიტიკა გვაქვს ისეთი, რომ საშუალო ქართველ დამსვენებელსაც შეეძლოს იქ ჩასვლა და განთავსება. საერთაშორისო ბრენდებთანაც ეს პირობა გვექნება,“-აცხადებს ტოგონიძე.

რაც შეეხება იმას, თუ რა სახელით დაიწყებს ოპერირებას სასტუმრო კომპლექსი შაორზე, ტოგონიძე აღნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც მზად იქნება კონცეფცია, უკვე ამის შემდეგ დაიწყება მარკეტინგულ გეგმაზე მუშაობა, მათ შორის, შეირჩევა სახელიც.

შეგახსენებთ, მთავრობამ შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის (დასახლების) ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები 2019 წელს დამტკიცდა.