ტურიზმი
16/07/2021

ჩაქვის სასტუმრო: წინა წლებში, ამ დროს ტურისტები უკვე გვყავდა, ახლა არავინ არის

ჩაქვში მდებარე საოჯახო სასტუმრო "თბილი სახლის“ დამფუძნებელი ნათია დვალიშვილი აცხადებს, რომ პანდემიის შედეგად, ადგილობრივი დამსვენებლები თავს იკავებენ დასვენებისგან. სასტუმროს მეპატრონე ამ დროისთვის არსებულ საკმაოდ მცირე ჯავშნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ აქტივობის პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარება არ შეიძლება.  

„წინა წლებში ამ დროს ტურისტი უკვე გვყავდა, ახლა ჯერ კიდევ არავინ არ არის. ძირითადად, ადგილობრივ ტურისტებზე ვმუშაობდით, ახლა კი ვფიქრობ, ხალხი მაინც ფრთხილობს, ეშინია პანდემიის. ჩვენც ვდილობთ, ყველა ნომერი არ მივიღოთ და რაღაცნაირად გადავანაწილოთ,“-აცხადებს ნათია დვალიშვილი.

მისი განცხადებით, წინა სეზონზე სასტუმროს დიდი ჩავარდნა არ ჰქონია, წელს კი უფრო ნაკლები აქტივობაა. „თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ასე გაგრძელდა, თავისთავად არავინ იქნება,“ - აცხადებს ნათია დვალიშვილი.