ტურიზმი
17/09/2021

Castello Mare Hotel & Wellness Resort Tsikhisdziri 1-ლი ოქტომბრიდან All Inclusive მომსახურებაზე გადადის

1 ოქტომბრიდან Castello Mare Hotel & Wellness Resort Tsikhisdziri  ე.წ  All inclusive მომსახურებაზე გადადის.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერმა  მანო კუჭუხიძემ განუცხადა, სასტუმრო ხავერდოვან სეზონზე მომხმარებელს არაერთ სიახლეს შესთავაზებს.

„განსაკუთრებით  საქართველოს მოქალაქეებს უამრავი შეთავაზებით გავანებივრებთ. All inclusive მომსახურების ფარგლებში ნომრის ღირებულება მოიცავს სრულ მომსახურებას: სამჯერად კვებას, უალკოჰოლო და ალკოჰოლურ სასმელს. ღია და დახურულ აუზებს. „ოტიუმ სპას“ ცხელ ზონას: საუნებს, ჯაკუზს, მოსასვენებლ სივრცეს,  ფიტენსის  ოთახს. გასართობი საშუალებები, მათ შორის ბოულინგი. ყოველდღიურად გაიმართება კინოჩვენებები უფროსებისა და ბავშვებისთვის.

მეორე მნიშვნელოვანი სიახლეა - „ოტიუმ სპას“ კოვიდის შემდგომი სარეაბილიტაციო პროგრამები. თერაპიული კურსი 3-14 დღიანია და მოიცავს რამდენიმე პროგრამას, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და საჭიროების გათვალისწინებით. თითოეული კურსი არის გაჯერებული ისეთი პროცედურებით, რომელიც ორგანიზმს შეავსებს ვიტამინებით, შეამცირებს ტკივილის გრძნობას, დაღლილობას და აჯანსაღებს ენერგეტიკას. 

საქართველოს მოქალაქეებს, უკვე შევთავაზეთ სპეციალური ფასი 1 ოქტომბრამდე გაკეთებულ წინასწარ ჯავშნებზე 20%-იანი ფასდაკლება გვაქვს, როგორც ნომერში განთავსებაზე, ასევე სარეაბილიტაციო პაკეტებზე,“ - აცხადებს კუჭუხიძე.

Castello Mare Hotel & Wellness Resort Tsikhisdziri-ში ნოემბერში ტრადიციული მანდარინობის ფესტივალის ჩატარება იგეგმება.

„სასტუმროს ტერიტორიაზე გაშენებულია ციტრუსის ბაღები. ჩვენ ყოველწლიურად ვიღებთ მოსავალს და სტუმრებსაც ვრთავთ ხოლმე პროცესში.  მოგეხსენებათ, ნარინჯისფერი რთველი ტრადიციაა რეგიონისთვის, პანდემიამდე ამ ტრადიციას ფესტივალის სახე მივეცით და ნამდვილ ზეიმად ვაქციეთ, როგორც ჩვენი სტუმრებისთვის ასევე ადგილობრივი მეწარმეებისთვის. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეპიდსიტუაცია მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ გავახარებთ ჩვენ სტუმრებს,“ - აცხადებს კუჭუხიძე.