ტურიზმი
23/06/2020
ბორჯომის პარკში შესვლის გადასახადი წლის ბოლომდე გაუქმდა
ბორჯომის ცენტრალურ პარკში შესვლის გადასახადი წლის ბოლომდე გაუქმდა.
ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, რომ ინიციატივა შიდა ტურიზმის წახალისებისა და სტიმულირებისთვის ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.
პარკის ვიზიტორებისთვის გადასახადი 2 ლარი იყო. ადგილობრივებისთვის უფასო იყო.
ცენტრალურ პარკში ზაფხულის სეზონი 15 ივნისს გაიხსნა.