ტურიზმი
03/07/2023

"ბორჯომი-ლიკანი“ - ჩვენი სასტუმრო ჯავშნებს უკვე 2024 წლის პერიოდისთვის იღებს

სტუმარ-მასპინძლობის სექტორის გამოწვევებზე, სასტუმრო "ბორჯომი - ლიკანის" პოტენციალსა და ზოგადად, სასტუმრო ინდუსტრიასტან დაკავშირებულ პროგნიზებზე "ბიზნესპარტნიორთან" სასტუმრო "ბორჯომი-ლიკანის" ბრენდის განვითარების დირექტორი ქეთევან ნადარეიშვილი საუბრობს: 

გლობალური პანდემიის ნეგატიური გავლენა ყველაზე მტკივნეულად ტურიზმის სექტორის კომპანიებმა გამოსცადეს. მათ შორისმნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა სასტუმროების ინდუსტრიაუცხოელი ვიზიტორების დრამატული კლება, კონფერენციების შეზღუდვაპანდემიის თანმდევმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სექტორის შემოსავლებზე. გამონაკლისი არცბორჯომი ლიკანიიქნებოდა. რა სიტუაციაა ახლა ამ მხრივ, გამოსწორდა თუ არა სიტუაცია?  

-სასტუმრო „ბორჯომი ლიკანისთვის“ ყველაზე ნეგატიური გავლენა პანდემიამ 2020 წელს იქონია, ხოლო 2021 წლიდან იმდენად მაღალ ნიშნულზე გავიდა სასტუმრო მოგებით და ნომრის საშუალო ფასით, რომ 2015 წლიდან მოყოლებული ყოველი წლის მაჩვენებელსაც გადააჭარბა.  

-როგორია ამ დროისთვის სასტუმროს დატვირთულობის მაჩვენებელი თვის ჭრილში და რომ შევადაროთ ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდს?

-2023 წლის პირველი კვარტალი გასულ წელზე უკეთესი მაჩვენებლებით გამორჩეოდა, თუმცა მაისიდან დღემდე დატვირთვის არსებული მაჩვენებლები უტოლდება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს, მიუხედავად ამისა შემოსავლებში მაინც გვაქვს გაუმჯობესება.

-ზაფხულის პერიოდზე თუ მიღებულია უკვე ჯავშნები და ძირითადადრომელი ქვეყნებიდან? რას სთავაზობს ბორჯომი-ლიკანი ჩამოსულ ტურისტს?  

-რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე 2024 წელზე ვიღებთ ჯავშნებს. ჩვენი სტუმრების უმეტესობა არის საქართველოს, დსთ-ს ქვეყნების და ისრაელის მოქალაქეები. ზრდა შეინიშნება მეზობელი და ევროკავშირის ქვეყნებიდან. ჩვენი სასტუმრო, ისევე როგორც საქართველო ძალიან პოპულარულია გალფის ქვეყნებში, თუმცა წელს აღნიშნული რეგიონიდან ვიზიტორების რაოდენობამ იკლო დაახლოებით 80%-ით, რამაც მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია. 

-რა მოლოდინი გაქვთ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებითშენარჩუნდება თუ არა დატვირთულობის ზრდის ტენდენცია და  რის ხარჯზე?  

-ზაფხულის პერიოდზე ვვარაუდობთ მინიმუმ გასული წლის დატვირთვის და მეტი შემოსავლის  მიღებას.  

-"ბორჯომი-ლიკანი" დამსვენებლებს უამრავ სასარგებლო სამედიცინო პროცედურასაც სთავაზობს უნიკალური მინერალური წყლის გამოყენებით. თუ შეიძლება ამ სერვისზე ცოტა უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ და რამდენად დიდია ამ კუთხით ინტერესი?  

-მინერალური წყალი ,უნიკალური ბუნება და ჰაერი - ეს ფაქტორები გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ „ბორჯომი-ლიკანში“ მკურნალობის განსაკუთრებულ ეფექტზე. მინერალური წყლის გამოყენება სამედიცინო მიზნებისთვის (აბაზანები,გამორეცხვა და სხვ.) საშუალებას გვალევს ეფექტურად უმკურნალოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს და მეტაბოლურ დარღვევებს. ასევე შემუშავებული გვაქვს  სხვადასხვა დაავადებების სამკურნალო პროგრამები, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა სახის პროცედურებით (ფიზიოთერაპია,სამკ,ნმასაჟები,ოზონოთერაპია და სხვ.) რომელიც ხორციელდება კვალიფიციური სპეციალისტების დანიშვნის მიხედვით. 

„ბორჯომი-ლიკანში“ მკურნალობის შედეგები გამოიხატება ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებაში,იმუნიტეტის გაძლიერებაში. გარდა სამედიცინო და პროფილაქტიკური პროცედურებისა "ბორჯომი-ლიკანის" თითოეული სტუმარი  უზრუნველოფილია ხარისხიანი კვებით და კომფორტული საცხოვრებელი გარემოთი,რაც განაპირობებს დამსვენებლების დიდ ინტერესს. 

-საქართველო კადრების დეფიციტს განიცდის. განსაკუთრებული პრობლემა პანდემიის პერიოდში წარმოიშვა და ახლაც გრძელდებაკადრების მოძიება ყველაზე მეტად HoReCa  სექტორს უჭირს. რა ხდება თქვენს შემთხვევაში?  

-არც ჩვენი სასტუმროა გამონაკლისი, მაგრამ ამ ეტაპზე მნიშვნელოვან საკადრო დეფიციტს არ განვიცდით 

 - როგორია გეგმები, კომპანიის განვითარების ხედვა

-მთავარი ამოცანა რაც ჩვენი კომპანიის წინაშე დგას არის მომსახურების კიდევ უფრო გაუმჯობესება, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ტრენინგების ჩატარება, წერტილოვანი მარკეტინგული აქტივობები, დამატებითი სამედიცინო და სპა სერვისების შეთავაზება სტუმრებისთვის და რა თქმა უნდა, ფინანსური მაჩვენებლების კიდევ უფრო გაუმჯობესება.