"ბორჯომი-ლიკანი" ახალ სეზონს განახლებული ვებ-გვერდითა და შეთავაზებებით იწყებს
სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ახალ სეზონს განახლებული ვებ-გვერდითა და შეთავაზებებით იწყებს.
როგორც სასტუმროს მენჯმენტში აცხადებენ, სისტემის განახლებაზე „ბორჯომ-ლიკანის“ გუნდი რამოდენიმე თვე აქტიურად მუშაობდა.
„ჩვენი მიზანია, მომხმარებლები ონლაინ ჯავშნების განხორციელებისკენ წავახალისოთ. ეს პროცესი მათთვის უფრო მარტივი და სწრაფი იქნება, ისინი შეძლებენ დამოუკიდებლად ნომრის შერჩევას, ერთმანეთთან შედარებას, დაჯავშნას და გადახდას. პროცესიც უფრო გამჭვირვალეა. ამიერიდან მომხმარებელს შეუძლია ონლაინ დაჯავშნოს სასურველი ნომერი სპეციალური პრომო კოდით და 25%-მდე ფასდაკლება მიიღოს,“-აცხადებენ „ბორჯომი-ლიკანში“.
სასტუმროს მენეჯმენტის ინფორმაციით, 25%-იანი ფასდაკლების მისაღებად მომხმარებელმა ჯავშნების დაწყებამდე სპეციალურ ველში პრომო კოდი - EBO უნდა მიუთითოს.
„გარდა ამისა, დავიწყეთ „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობა. პარტნიორობის ფარგლებში, ნომრის დაჯავშნას და ღირებულების გადახდას მომხმარებლები ნაწილ-ნაწილ შეძლებენ. შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია დატკბეს შვებულებით, დაისვენოს და ღირებულება 4 თვეზე, 4 თანაბარ ნაწილად, ყველანაირი დანამატის გარეშე გადაანაწილოს.
შეგახსენებთ, სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ადგილობრივ თუ უცხოელ დამსვენებელს აქტიურად მასპინძლობს. ტურისტების ზრდა შეინიშნება მეზობელი და ევროკავშირის ქვეყნებიდან.