ტურიზმი
08/08/2021
"ბანგურიანი" მზადაა შეთავაზების შემთხვევაში კოვიდ სასტუმროს სტატუსით იმუშაოს
მესტიაში მდებარე 36 ნომრიანი სასტუმრო „ბანგურიანი“ მზადაა შეთავაზების შემთხვევაში კოვიდ სასტუმროს სტატუსით იმუშაოს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სასტუმროს ფინანსურმა დირექტორმა ლევან ჯოჯუამ განუცხადა, გააჩნია პირობებსაც, თუმცა, ყველა შემთვევაში სჯობს სასტუმროს სტაბილური შემოსავალი ჰქონდეს, ვიდრე ამ სიტუაციაში ტურისტზე იყოს დამოკიდებული და იყოს მუდმივ გაურკვევლობაში.
„გამომდინარე იქიდან, რომ მესტიაში ინფრასტრუქტურა დიდად არ არის განვითარებული, მათ შორის არ არის ერთის გარდა სხვა სამედიცინო კლინიკა, ეს საკითხი აქამდე აქტუალური არ ყოფილა. არც ახლა მგონია, რომ მესტიაში ვინმემ კოვიდ სასტუმროს სტატუსით მუშობა შემოგვთავაზოს,“ - აცხადებს ჯოჯუა.
ჯოჯუას თქმით, სასტუმრო ამ დროისთვის მუშაობს, თუმცა მხოლოდ 30%-იანი დატვირთვით.