ტურიზმი
31/07/2023

ბაკურიანში დასვენება გაიაფდა - "ფასები საშუალოდ 20-25%-ით შემცირდა"

ბაკურიანში დასვენება გაიაფდა. მიზეზებზე „ბიზნესპარტნიორს“ საოჯახო სასტუმრო „პანორამას“ მენეჯმენტში ესაუბრნენ. მათი ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, „პანორამაში“ განთავსება წელს, 25%-ით იაფად არის შესაძლებელი.

„საშუალოდ, ფასებმა 20-25%-ით დაიწია. მიზეზი გაზრდილი კონკურენცია და ასევე ხალხის სიმცირეა. ბაკურიანში უამრავი მშენებლობა მიმდინარეობს, ჩნდება ახალი განთავსების ობიექტები, პატარა აპარტამენტების სიმრავლეა, ხალხი კი აღარ არის იმდენი. პანდემიის შემდგომ, უცხოელების ნაკადი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა გვსტუმრობს“, - განაცხადეს „პანორამას“ მენეჯმენტში.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად, უცხოელები, ძირითადად, უკრაინიდან და აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოდიან, ევროპელი ტურისტები კი ნაკლებად შეინიშნებიან.

„აგვისტოს თვის მონაცემებით, ჩვენი საოჯახო სასტუმრო, 60%-ით დატვირთულია. ველოდებით, რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება. დამსვენებლების შემცირებული ნაკადების გამო, მოგვიწია განთავსების გაიაფება. მაგალითად, ადრე თუ მთლიან ვილას, ერთი ღამით 400- 350 ლარად ვაქირავებდით, ახლა ფასი 300 ლარზეა ჩამოსული. წინა წელს, რიგი სასტუმროების შემთხვევაში, თუ აპარტამენტები 80-90 ლარად იყიდებოდა, წელს 50-40 ლარსაც კი აფასებენ“, - აღნიშნეს ბაკურიანში მდებარე საოჯახო სასტუმროში.

ცნობისთვის, საოჯახო სასტუმრო „პანორამა“ ბაკურიანში 2018 წლიდან ფუნქციონირებს. ის სამსართულიანი შენობაა და 5 ნომერს მოიცავს. „პანორამა“ სათხილამურო საბაგიროდან ფეხით 10 წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს. განთავსების გარდა, ის დამსვენებლებს ბავშვებისთვის სათამაშო ზონას და ბაღის სახით, რეკრეაციულ სივრცესაც სთავაზობს. ამჟამად, „პანორამა“ მთლიანად ვილის სახით ქირავდება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022