ბაკურიანში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო “ლაბაუ“ სტუმრებს 2021 წლის დეკემბრიდან მიიღებს
სასტუმროების ქსელი „მგზავრები“ ბრენდ „ლაბაუს“ სახელით ბაკურიანში 5 ვარსკვლავიან სასტუმროს 2021 წლის დეკემბერში გახსნის.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ქსელ „მგზავრების“ დირექტორის მოადგილე მადლენა მანუსაჩიანმა განუცხადა, სასტუმროში 125 მაღალი კლასის ნომერი იქნება.
გარდა ამისა, სასტუმროს აქვს 3 ჰა დაცული ტერიტორია, მოეწყობა ღია და დახურული აუზები; ფიტნეს და სპა ცენტრი, ასევე სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნები.
კომპლექსში შედის რესტორნები და კაფე ტერასით, ღია და დახურული ავტოსადგომები, საკონფერენციო დარბაზი, სარეკრეაციო ზონა, ადმინისტრაცია და დაცვის 24-საათიანი მომსახურება. როგორც მანუსაჩიანი აცხადებს, პროექტში 5 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
მისი განცხადებით, პროექტის კონცეფცია მომხმარებლებისთვის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს შეთავაზებაა, რომელსაც შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურა ექნება. მანუსაჩიანი განმარტავს, რომ ეს უძრავი ქონების ქართული ბაზარზე სიახლეა. კერძოდ, კომპანია ყიდის სასტუმროს ნომრების 40%-ს, რაც მესაკუთრეს სასტუმროს მეწილედ აქცევს.
“სასტუმროს ნომრის შეძენის შემთხვევაში, არ იხდით ყოველწლიურ გადასახადს. ასევე, სასტუმროს ნომრის გარემონტებასა და ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებელია სასტუმროს მმართველი კომპანია,“ - აცხადებს მანუსაჩიანი.
„მგზავრების“ სასტუმროების ქსელი უკვე 10 წელია ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს. სასტუმროს ტიპის აპარტამენტების კონცეფცია საქართველოში პირველად სწორედ „მგზავრებმა“ წარადგინა.
კომპანიის სტრატეგია, საქართველოს პოპულარულ კურორტებზე 5 ვარსკვლავიანი ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა, სასტუმროს ნომრების რეალიზაცია და სასტუმროს მენეჯმენტია.
10 წლის მანძილზე მგზავრებმა განახორციელა:
- 11 პროექტი ბაკურიანში;
- 4 პროექტი ბათუმის სანაპირო (გონიო);
- 1 პროექტი გუდაურში;
- 2 პროექტი ბათუმში;