"ამბასადორი გოდერძის" ახალი შენობა 2022 წლის ბოლოს გაიხსნება
“ამბასადორი გოდერძის“ ახალი შენობა 2022 წლის ბოლოს გაიხსნება. როგორც “ამბასადორი ჯგუფში“ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, ობიექტის მშენებლობა უკვე დასრულებულია, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ არ დასრულებულა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, არ გახსნილა სასტუმროც.
კომპანიის ინფორმაციით, სასტუმრო თანამედროვე დიზაინის და ევროპული სტანდარტების 122 ნომერს, სპას, აუზს, რესტორნებს, ბარებს, კლუბს, საბავშვო სივრცეს, სათხილამურო მაღაზიას და ყინულის მოედანს აერთიანებს. სასტუმროში სტუმრებისთვის იფუნქციონირებს პარკინგი, ორი საკონფერენციო დარბაზი.
კომპლექსი მოიცავს დასვენებისა და გართობისთვის ულამაზეს ტერასას, ზღაპრულ ხედებს და ასე შემდეგ.
12 500 მ2 ფართობის 6-სართულიანი ამბასადორი გოდერძის ახალი შენობა დამატებით დაახლოებით 100-120 თანამშრომელს დაასაქმებს.
“ამბასადორი ჯგუფში“ განმარტავენ, რომ არსებულ სასტუმროს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გოდერძის, როგორც კურორტის, განვითარებაში. პროექტის ჯამური ინვესტიცია მრავალათეულ მილიონ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროში დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებლები არიან.
შეგახსენებთ, "ამბასადორი ჯგუფმა" კურორტ გოდერძიზე პირველი 125 ნომრიანი სასტუმრო 30 მლნ დოლარის ინვესტიციით 2021 წლის 1 მარტს გახსნა.
დღეისთვის სასტუმროში 120 ადამიანია დასაქმებული.