"ამბასადორი ბათუმი" პირველ სტუმარს 2024 წელს მიიღებს
“ამბასადორი ბათუმი“ პირველ სტუმარს 2024 წელს მიიღებს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ამბასადორი ჯგუფში“ განუცხადეს, ამჟამად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები.
კომპანიაში განმარტავენ, რომ უკვე დასრულებულია მონოლითური ნაწილი და მიმდინარეობს სარემონტო და საფასადე სამუშაოები.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ “ამბასადორი ბათუმის“ შენობაში მრავალი სხვადასხვა ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ორსართულიანი რესტორანი კი ნამდვილად ყველაზე გამორჩეული გასტრონომიულ გამოცდილებას შესთავაზებს ბათუმელებსა და მათ სტუმრებს.
შეგახსენებთ, “ამბასადორი ბათუმი“, “ამბასადორი ჯგუფის“ მომავალი 2 წლის ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტია. შენობის არქიტექტურასა და დიზაინზე იტალიელმა არქიტექტორმა იმუშავა.
თანამედროვე დიზაინისა და უმაღლესი სტანდარტის ბალნეოლოგიური ცენტრი 250 თანამშრომელს დაასაქმებს და მასში განთავსებული იქნება სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს რესტორნები, სპა, აუზი, საკონფერენციო დარბაზები, ღია კაფე, სტეფანო რიჩის მაღაზია, სპორტული დარბაზი და ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი.