ტურიზმი
08/04/2022

AK-Air Georgia: ავიაბილეთებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია

რუსეთ-უკრაინის ომმა პრობლემა არაერთი მიმართულებით შექმნა. მათ შორის, გაძვირდა საავიაციო საწვავიც. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, საერთაშორისო ბაზარზე ფასი შედარებით  შემცირდა, ნიშნული მაინც მაღალია.

როგორც ცნობილია, თუ აქამდე 1 ტონა საწვავი 400-500 დოლარი ღირდა, ახლა მისი ფასი გაორმაგებულია.

„ბიზნესპარტნიორი“ დაინტერესდა აისახება თუ არა საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებული საავიაციო ნავთის ფასი ავიაკომპანიების ბილეთებზე და როგორია მოლოდინები.

ავიაკომპანია AK-Air Georgia-ს დირექტორი ნინო ფერაძე აცხადებს, რომ მიუხედავად გაძვირებული ავიასაწავისა, ავიაბილეთებზე ფასი არც გაზრდილა და არც იგეგმება. „მომავალში რა იქნება არ ვიცი, თუმცა, ამ დროისთვის ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას,“ - აცხადებს ფერაძე.

რაც შეეხება აქტივობას, ფერაძე აცხადებს, რომ ავიაბილეთებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. მათ შორის არიან როგორც უცხოელი ტურისტები, ისე ადგილობრივი მოსახლეობა.

შეგახსენებთ, ავიაკომპანია AK-Air Georgia ნატახტარი-მესტია-ნატახტარის საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს (კვირაში-4-5 რეისი) ახორციელებს. ავიაბილეთის ღირებულება ზრდასრულთათვის, ერთი გზა 90 ლარია.  თავის მხრივ, ავიაკომპანია  Vanilla Sky Georgia-ს შემადგენლობაში შედის, რომელიც ტურისტულ ბაზარზე 2008 წლიდანაა და მომხმარებელს ფართო სპექტრის მქონე არაერთ სერვისს სთავაზობს. მათ შორის, აქვს ავიატაქსის სერვისი, ტურისტული კომპანია, კომპლექსი ვანილა,ასევე ფლობს სასტუმროს და რესტორანს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები