Airbnb-ის მოთხოვნა თბილისსა და ბათუმში მკვეთრად გაიზარდა
რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მიგრანტთა გაზრდილი რაოდენობა უძრავ ქონებაზე მოთხოვნას ზრდის.
Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან მარტში Airbnb-ის მოთხოვნამ თბილისში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
საინვესტიციო კომპანია ვარაუდობს, რომ დიდი ალბათობით მიგრანტებმა ჩამოსვლისას Airbnb აპარტამენტები დაჯავშნეს ვიდრე ქირაობის გრძელვადიან ვარიანტებს იპოვიდნენ. Galt & Taggart-ი განმარტავს, რომ ბაზარი თითქმის სრულად აღდგა და იჯარაზე მოთხოვნამ 2019 მარტის 91% შეადგინა. წლიურად 14%-ით გაიზარდა იჯარა გრძელვადიანი გაქირავების ბაზარზე.
მოთხოვნის ზრდის შედეგად გაზრდილია დატვირთულობაც და ფასიც, ღამეში საშუალოდ 36 დოლარს ღამეში საშუალო ქონებისთვის. Airbnb მოთხოვნა გაზრდილია ბათუმშიც.
Airbnb მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა ბათუმშიც. 2022 წლის მარტში იჯარაზე მოთხოვნა თითქმის გაორმაგდა.