ტურიზმი
03/08/2022

Airbnb-ის ჯავშნებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ტურიზმის აღდგენის პარალელურად, Airbnb-ის ჯავშნებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ კომპანია მესამე კვარტლის ანგარიშში წერს.

Airbnb-ის თქმით, ეკონომიკის შენელებისა და ფასების ზრდის მიუხედავად მოგზაურობის მსურველთა რიცხვი და მოთხოვნა კვლავ ძლიერია.

აპრილიდან ივნისის ჩათვლით პლატფორმაზე თითქმის 104 მილიონი ღამე დაიჯავშნა, რაც რეკორდული მაჩვენებელია ვებსაიტისთვის.

მთლიანობაში, ჯავშნები აპრილ-ივნისის პერიოდში 25%-ით, გასულ წელთან შედარებით. 24%-ით კი 2019 წელთან შედარებით.

უფრო მაღალმა ფასებმა ხელი შეუწყო კომპანიის შემოსავლის გაზრდას, რომელიც 58%-ით, $2.1 მილიარდამდე გაიზარდა, წინა წელთან შედარებით.

მოგზაურობის მოთხოვნა ყველაზე ძლიერია ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც ჯავშნები 37%-ით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით.

ევროპაში ზრდა ჩამორჩება, თუმცა საერთო მაჩვენებელზე, როგორც ჩანს დიდ გავლენას არ ახდენს.

როგროც კომპანიაში აცხადებენ, Airbnb–მა მასშტაბიან ზრდას და მომგებიანობას მიაღწია. ფირმა გააგრძელებს ბიზნესში ინვესტირებას და $2 მლრდ–ს საკუთარი აქციების შესაძენად დახარჯავს, რომლებიც წელს დაეცა.

კომპანიის მოგებამ წელს $379 შეადგინა, მაშინ როცა გასულ წელს $68 მლნ–ის ზარალი ქონდა.

ცნობისთვის, Airbnb–ი მაისში ჩინეთის ბაზრიდან გავიდა, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამკაცრების გამო, თუმცა, პლატფორმაზე კვლავ აქვს 6 მილიონზე მეტი აქტიური განცხადება.