ტურიზმი
06/05/2020

Airbnb-ი დასაქმებულებს 25%-ით ამცირებს

Airbnb ონლაინ დაჯავშნის პლატფორმაზე დასაქმებულ პერსონალს 25%-ით ამცირებს. მიზეზი კორონავირუსის გამო მოგზაურთა რიცხვის საგრძნობი კლებაა. მიმდინარე წელს Airbnb-ის შემოსავლები ნახევარზე მეტადაა შემცირებული.

როგორც BBC წერს, ამ დროისთვის კომპანია 7500 ადამიანს ასაქმებს, არსებული პროცენტული მაჩვენებლით კი გათავისუფლება 1 900 ადამიანს ემუქრება.

ონლაინ პლატფორმის თანადამფუძნებელი, ბრაიან ჩესკი აცხადებს, რომ ვითარება განსაკუთრებით რთულია იმის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერობით ბუნდოვანია, როდის დაუბრუნდება ტურიზმი კორონამდელ მდგომარეობას და რა სახე ექნება მას აღდგენის შემდეგ. მისივე თქმით, არსებული ცვლილებები იმოქმედებს Airbnb-ის გრძელვადიან გეგმებსა და მდგომარეობაზე.

Businesspartner